რუსული ოკუპაცია

მერკელი ოკუპაციაზე: უსამართლობაა, რაც ხდება, არ უნდა მოხდეს სიტუაციასთან შეგუება

მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, მე მას ვესაუბრები, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. 

ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოვედღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირველი არხის კითხვაზე, "რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რაიმე ფორმით იყო თუ არა საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და როგორ ხედავთ ევროკავშირის და გერმანიის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში". მთავრობის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები