შოტლანდია

გლაზგოში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა

thescottishsun.co.uk

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა. 

შემთხვევა სავაჭრო ცენტრ Silverburn-ში მოხდა. შენობიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი საღებავების ორთქლმა გამოიწვია, რომელიც სავაჭრო ცენტრის სავენტილაციო სისტემაში მოხვდა. მომხდარის გამო სავაჭრო ცენტრი ვიზიტროებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.

კომენტარები