უზენაესის თამჯდომარეობის კანდიდატი

ნაცვლიშვილი უზენაესის თავმჯდომარეზე: მალე კონკრეტული გვარების ირგვლივ ვიმსჯელებთ

პრეზიდენტი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საპარლამენტო ფრაქციის ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის თქმით, "კონსულტაციები გრძელდება და მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე კონკრეტული სახელებისა და გვარებისა ირგვლივ გაიმართება მსჯელობა."

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრა გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

კომენტარები