ტობა-ვარჩხილზე, ტურისტი ქალების კარავში მამაკაცი შესვლას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება იქ მყოფებმა არ მისცეს. როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 112-ში თავად ამ ქალებმა დარეკეს.
"ერთი პირი კარავში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ შევიდა. ტურისტებმა გამოიძახეს პატრული, რომელმაც ის დააკავა", - ამბობენ უწყებაში.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებულ ინფორმაციას გაუპატიურების მცდელობის შესახებ უწყებაში ვერ ადასტურებენ, რადგან მამაკაცმა კარავში შესვლა ვერ მოახერხა. გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ 112-ში შესულ შეტყობინებაშიც დაფიქსირებული იყო მხოლოდ ის, რომ მამაკაცი კარავში შესვლას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.





