მამაკაცი, რომელიც 5 ივლისიდან დაკარგულად ითვლება, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შუახნის მამაკაცის ცხედარი გაჩიანთან, საკუთარ ავტომობილთან ახლოს წუხელ, გვიან ღამით იპოვეს.
უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა ტარდება.
შსს-ში ასევე ამბობენ, რომ მამაკაცი რუსთავში ცხოვრობდა, ის დაკარგულად 5 ივლისიდან ითვლება და ოჯახის ინფორმაციით, სახლითან ავტომანქანით გავიდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





