დღეს, N140 ავტობუსში დაჭრილი 17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მას დაზიანებული ჰქონდა კუჭი და პანკრეასი.
"ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, გაიკერა კუჭი, პანკრეასი, ქვემო გლუვენა. სისხლდენა შეჩერდა. დანაკარგი არის დაახლოებით ორ ლიტრამდე სისხლი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ის გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ლექსო ლაგვილავა.
მისივე ინფორმაციით, მოზარდს მუცლის ღრუში ერთი შემავალი, ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
საბურთალოზე, N140 ავტობუსში 17 წლის მოზარდი ცივი იარაღით დღეს დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ბრალდებულის დაკავებას, უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.





