ბოინგი

ახალი ბოინგი მგზავრებს ნიუ იორკიდან ლონდონამდე 2 საათში ჩაიყვანს

CNN

ბოინგი ახალ თვითმფრინავს ქმნის, რომელსაც შეეძლება, მსოფლიოს ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში ერთიდან სამ საათამდე ჩაფრინდეს. მისი სიჩქარე საათში მაქსიმუმ 3,800 მილი იქნება და მაგალითად, ნიუ იორკიდან ლონდონამდე მანძილს 2 საათში დაფარავს. 

ახლა ნიუ იორკიდან ლონდონამდე ჩაფრენას 7 საათი სჭირდება. 

ბოინგში, რომელიც თვითმფრინავების მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანია, აცხადებენ, რომ კონცეფცია დამუშავების ადრეულ სტადიაზეა.

"მთავარ ტექნიკურ გამოწვევებს მოგვარება სჭირდება მანამ, სანამ კომპანია პროტოტიპს გამოუშვებს. ეს თვითმფრინავი, სავარაუდოდ, 20-30 წლის შემდეგ გამოვა. ტექნიკის დახვეწას წლები სჭირდება, ასევე საჭიროა დამატებითი შემოწმება და ტესტირება, სანამ მას ბაზარზე გავუშვებთ", - თქვა ბოინგის სპიკერმა, ბრიანა ჯექსონმა. 

კომენტარები