ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია

გახარია: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად

ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. უმცირესობა მთავრობას სიის გამო აკრიტიკებს, რადგან სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები. სერგი კაპანაძის თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან.

კომენტარები