სარალიძე: ბესელიამ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე პოლიკურ ჭრილში გადაიტანა

rustavi2

საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც ესწრება. 

"დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც მე ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. ეკა ბესელიას კვლავ უნდობდლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა, როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. მან ჩემი შვილის მკვლელობის საქმე პოლიკურ ჭრილში გადაიტანა თავისი განცხადებებით." - ამბობს სარალიძე.

დროებითი საგამოძებო კომისია პარლამენტში ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა და ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 თვის განმავლობაში იმუშვებს. კომისიაში უმრავლესობა ევროპულ საქართველოს აქვს, წევრები ასევე არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, ენმ-მ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა. 

კომენტარები