ტაბულას ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დააკავეს

News.ge

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. სუბელიანი დღეს შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. 

აღსანიშავია, რომ 17:00 საათზე შსს-ში ბრიფინგი არის ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ სუბელიან დაკავებაზე ისაუბრებენ. 

სუბელიანს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ითხოვს. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორის დავით სარალიძე.

კომენტარები