სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძის ოჯახის ადვოკატი: საპარლამენტო კომისიას ვენდობით და მათი დიდი იმედი გვაქვს

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სხვაგვარად თანამშრომლობას არ დავიწყებდით კომისიასთან. ცხადია, ვენდობით და დიდი იმედი გვაქვს მათი მუშაობის. თვალყურს ვადევნებთ და ჩავერთვებით სამუშაო პროცესში

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრობს. ნესტან ლონდარიძის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. საპარლამენტო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე უნდა შეისწავლოს. კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე ხვალ ზაზა სარალიძეს და ადვოკატს შეხვდება.

კომენტარები