მეტრო კვლავ არ მუშაობს

თბილისის მერია

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც არ მუშაობს. გუშინ გვიან ღამით, თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მეტროს მემანქანეები ხელფასის 45%-იან მატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა. ამის გამო, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელფასების 45%-იანი მატება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მოსახლეობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან.

კომენტარები