ევროპული საქართველოს ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპული საქართველოს ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გარდა საუბრის ძირითადი თემა იყო, ევროპული საქართველოს ინიციატივა, სამმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღების შესახებ.

ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, საქართველო უნდა დაიყოს 23 სამმანდატიან და 1 ოთხმანდატიან ოლქად. ოლქების ამ პრინციპით დაყოფა საშუალებას იძლევა არჩევნებზე მიღებული მანდატები გადანაწილდეს შემდეგნაირად: პირველი და მეორე მანდატი მიენიჭება პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. მესამე მანდატის მინიჭება კი მოხდება უდიდესი ნაშთის პრინციპით პირველი და მესამე შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებს შორის. პირველ ადგილზე გასული პარტიის შემთხვევაში ნაშთი გამოითვლება მიღებულ ხმებს გამოკლებული ერთიმანდატის მოპოვებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა. 

კომენტარები