ინდოეთი

ინდოეთში მტვრიანი ქარიშხლით გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

EPA

ინდოეთში მტვრიან ქარიშხალს სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მთავრობის ოფიციალური განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 

ქარიშხალი ჩრდილოეთ ინდოეთის პროვინციებს, რაჯასტანსა და უტარ-პრადეშს დაატყდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, განადგურებულია სახლები და მოგლეჯილია ხეები. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დახურულია სკოლებიც.

სტიქიას ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და twitter-ის საშუალებით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

კომენტარები