საგარეო ვაჭრობა

2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივების იმპორტი მოხდა

hercampus.com

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა. სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია. რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა.

2010 წლიდან მოყოლებული საქართველოში პრეზერვატივების იმპორტის დინამიკა ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - $447 ათასი, ზრდა წინა წელთან 24%
  • 2011 წელი - $457 ათასი, ზრდა წინა წელთან 0.2%
  • 2012 წელი - $690 ათასი, ზრდა წინა წელთან 50%
  • 2013 წელი - $899 ათასი, ზრდა წინა წელთან 30%
  • 2014 წელი - $758 ათასი, კლება წინა წელთან 16%
  • 2015 წელი - $1.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%
  • 2016 წელი - $672 ათასი, კლება წინა წელთან 43%
  • 2017 წელი - $849 ათასი, ზრდა წინა წელთან 25%

იმპორტში ლიდერობენ გერმანია - 8 ტონა, ჩინეთი - 6 ტონა და რუსეთი 4.9 ტონა.

ადგილობრივი წარმოების შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ მოიძებნება. 

კომენტარები