НТВ плюс საქართველოში

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ НТВ плюс-ს ავტორიზაცია შეუჩერა

idfi.ge

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV„-ს და „НТВ плюс“-ს ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიამ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს „GUDA TV“, „НТВ плюс“ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა. შპს „GUDA TV“-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, „ნტვ+“-მ კი - ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს.” - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 10 აპრილს НТВ плюс-მა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ Газпром медиа ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოსვლას გეგმავდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში НТВ плюс-ის პარტნიორო "მედია ჯგუფია", რომელიც ამ დროისთვის გაზპრომ მედიის 20-მდე არხის რეტლანსლიატორია. კომუნიკაციების კომისიამ, მაშინ ტაბულას მიაწოდა ინფორმაცია თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევდა კომპანიას ეთერში გასასვლელად. კომისიის ცნობით, НТВ плюс-ი საქართველოში 2016 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მას მაუწყებლობის ტრანზიტის დაწყებისთვის სამეწარმეო რეესტრში მოუწევდა გაწევრიანება.

კომენტარები