თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ადიამანის რეგიონში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ცნობით დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
მიწისძვრამ შენობები დააზიანა.
რეგიონის გუბერნატორის თქმით დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კარვები დაურიგდება.





