მთავრობის საპარლამენტო მდივანი

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა

მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ნათია მიქელაძე დაინიშნა. მისი კანდიდატურა პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. მიქელაძე ამ პოსტზე შალვა თადუმაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც მთავრობის ადმინიტრაციის უფროსი გახდა. 

„მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ შალვა თადუმაძის შემცვლელი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე. ეს გახლავთ ქალბატონი ნათია მიქელაძე. მე მგონი, მას ყველა კარგად ვიცნობთ. ნათიას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით გაართმევს წარმატებით თავს ამ ამოცანას და მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში." - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები