ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მყოფ ადამიანებს, ყველას გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ძალადობის მსხვერპლების მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, როგორ დავიცვათ ქალები, როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ დავსაჯოთ მოძალადეები. ჩვენ გვისმენენ კონკრეტული ქალები, რომლებიც დღესაც არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩვენ გვისმენენ მოძალადეები, რომლებიც ელოდებიან თუ რა სიგნალს მისცემს სახელმწიფო და პოლიტიკური სპექტრი მთლიანად, თუ რა არის მათი მომავალი ამ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ სწორი დიაგნოზი, თუ რაშია პრობლემა და შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში გვაქვს სერიოზული პრობლემა კრიმინალის ზრდის და ადამიანებში დაუცველობის და საფრთხის განცდის გაზრდის. მოქალაქეები სოფლად თუ ქალაქში ვერ გრძნობენ თავს დაცულად. მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ვინმეს ბრალზე მივუთითო, არამედ იმიტომ, რომ თუ ჩვენ მთლიანობაში ამ კრიმინალურ გარემოს არ გამოვასწორებთ და არ შევებრძოლებით, ცალკე აღებული პოლიცია, ცალკე აღებულ ოჯახში ძალადობას, ვერ მოერევა.
tbl.ge/2vud
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის დღევანდელ მსხდომაზე. ევროპული საქართველო პარლამენტს, ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, ორი ახალი ინიციატივით მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის დროს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ეფექტურად ვერ მუშაობს, ამიტომ მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ. გარდა ამისა, პარტია ძალადობრივ დანაშაულებზე სასჯელის გაზრდის ინიციატივითაც გამოდის.
ამავე თემაზე
- 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი საფანტის პისტოლეტით და დანით დაჭრა - POG
- მედია: საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
- ქმარმა და მამამთილმა იძალადეს, ქმარი მოკვლით 3-ჯერ დაემუქრა – POG 21 წლის გოგოზე
- 21 წლის გოგოს თქმით, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ქმარმა და მამამთილმა მასზე იძალადეს
- მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ გარდაბანში 1 პირი დააკავა




