ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 16-18 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-18 აპრილს +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 აპრილს +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი, 17-18 აპრილს კი, ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 

თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 16 – 17 აპრილს +14, +16, 18 აპრილს +20 გრადუსი იქნება.

კომენტარები