დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:45 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა. ის 47 კილომეტრის სიღმეში წარმოიშვა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მიყენებული დაიზანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა
დედოფლისწყაროსთან მიწისძვრა მოხდა, ბიძგების ეპიცენტრი 47 კილომეტრის სიღრმეში იყო

ies.iliauni.edu.ge




