საფრანგეთი

საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ზომებს უტყუარი საბუთების შემთხვევაში შეუერთდება

Reuters

საფრანგეთის მთავრობის სპიკერის თქმით ქვეყანა ყოფილი აგენტის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ნაბიჯებს მხოლოდ მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეუერთდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისაგან განსხვავებით საფრანგეთი პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს თავდასხმაში რუსეთი ღიად არ დაუდანაშაულებია, თუმცა ნერვული აგენტის გამოყენება დაგმო და ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ჩვენ წარმოსახვით პოლიტიკას არ მივყვებით. როდესაც ეს დამტკიცდება, გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა." თქვა მთავრობის სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტს განუცხადა, რომ სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გააუქმებს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან ბრიტანელი მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

სკრიპალის მოწამვლის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს.

კომენტარები