ევროკავშირი

დონალდ ტუსკი: სკრიპალის მოწამვლის საკითხს ევროპის საბჭოში განვიხილავთ

Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით ევროკავშირის ლიდერები დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას განიხილავენ.

"სოლიდარობას ვუცხადებ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ამ სასტიკი თავდასხმის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვის წაქეზებით მოხდა." "მზად ვარ ეს საკითხი მომდევნო კვირას ევროპის საბჭოს დღის წესრიგში დავაყენო." თქვა ტუსკმა.

ტუსკის თქმით ევროკავშირი დაელოდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან შემოთავაზებას და ამის მიხედვით საერთო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია, რათა სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლისათვის რუსეთის მიერ შექმნილი ნერვული აგენტის გამოყენება გამოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხვდება . რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას აეხსნა თუ რატომ გამოიყენეს ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად რუსული იარაღი დადგენილ ვადაში არ უპასუხა. პრემიერმინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საპასუხო ქმედებები უნდა გამოაცხადონ.

დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, ვიზებზე შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას და დიდი ბრიტანეთში Russia Today-ს მაუწყებლობის შეჩერებას განიხილავს.

ოფიციალური მოსკოვი დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და გამოძიების მასალების გაცნობამდე ულტიმატუმზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები