სისულელე, სისულელე... კახას დიდი ხანია, არ შევხვედრივარ, ბიგვავას შემთხვევით შევხვდი ამასწინ, ლაშა დიდი ხანია არ მინახავს... საერთოდ არ არის ეგ საინტერესო თემა [ზაზა შათირიშვილის სამეურვეო საბჭოს წევრობა], რატომ უნდა გველაპარაკა? მე როგორ შეიძლება რომ ვლობირებდე, გინდაც მინდოდეს?... შათირიშვილთან მე მაქვს ძალიან კარგი პოზიცია იმიტომ, რომ მგონია, ერთი გონიერი ადამიანია საქართველოში, მაგრამ კენჭს თუ იყრის და არ იყრის, ეს მისი საქმეა და მისი გადასაწყვეტია.
tbl.ge/2tdl
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი რუსთავი 2-თან საუბარში უარყოფს ევროპული საქართველოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორის, ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტო პარტიის წევრმა თამარ კაკაბაძემ გაავრცელა.
ამავე თემაზე
- მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები
- 1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
- საზმაუ რუბრიკის "ადამიანები ისტორიიდან" წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ დატოვა
- "ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს




