კრიმინალი

შსს: კაზინო აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირის დაჭრაში ბრალდებული დავაკავეთ

Getty Images

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, კაზინო აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები