დღეს გამთენიისას თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცს თავს დაესხნენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ნ.ვ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულის ნათესავები ამბობენ, რომ ის დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა და დახვდა პირი, რომელმაც ფული მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ესროლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
უწყებაში ამბობენ, რომ თავდამსხმელი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.





