ხანძარი

იაპონიაში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

იაპონიაში, ფინანსური პრობლემების მქონე პირების თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა.

მეხანძრეებმა თავშესაფარში მცხოვრები 16 ადამიანიდან მხოლოდ 5-ის გადარჩენა შეძლეს.

თავშესაფარში, რომელიც ქალაქ საპოროში მდებარეობს, ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

კომენტარები