ხანძარი

ხანძარი ელიავას ბაზრობასთან, ავტომანქანების საწყობში - დაიწვა რამდენიმე მანქანა

რუსთავი 2

ელიავას ბაზრობასთან ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია.

დაიწვა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ფართი, საწყობის სახურავი და რამდენიმე ავტომანქანა.

ავტომანქანების საწყობში ცეცხლი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები