2017 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობამ $10.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. აქედან იმპორტი $7.9 მილიარდი (9.4%-ით მეტი), ექსპორტი კი $2.7 მილიარდი (29%-ით მეტი) იყო. საქსტატის მონაცემებით, იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები მოდის.
საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი
1) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $696 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%. წილი მთლიან იმპორტში 8.7%

ფოტო: Getty Images
2) ავტომობილები - $474 მილიონი (აქედან $234 მილიონი რეექსპორტზე გავიდა). 2016 წელთან შედარებით ავტოიმპორტი 0.6%-ით არის შემცირებული. წილი მთლიან იმპორტში 6%

ფოტო: flickr.com
3) ბუნებრივი აირი - $350 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%. წილი მთლიან იმპორტში 4.4%

ფოტო: Reuters
4) მედიკამენტები - $346 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0.6%, წილი მთლიან იმპორტში 4.3%

ფოტო: NHS
5) სპილენძის მადნები - $338 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%. წილი მთლიან იმპორტში 4.2%

ფოტო: independent.co.uk
6) მობილურები (მათ შორის სმარტფონები) - $204 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%. წილი მთლიან იმპორტში 2.6%

ფოტო: Apple
7) სიგარეტები - $102 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0.2%, წილი მთლიან იმპორტში 1.3%

ფოტო: flickr.com
8) ხორბალი - $98 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%. წილი მთლიან იმპორტში 1.2%

ფოტო: Getty Images
9) კომპიუტერები და სერვერები - $96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 55%. წილი მთლიან იმპორტში 1.2%

ფოტო: Reuters
10) სატვირთო მანქანები - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2%. წილი მთლიან იმპორტში 0.9%

ფოტო: Getty Images
2017 წელს ექსპორტის ზრდის მიუხედავად, მისი მოცულობა 2013 და 2014 წლების მაჩვენებლებზე მცირეა. საქართველოს ექსპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და ის $2.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.





