საგარეო ვაჭრობა

2017 წელს საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 8-ის ექსპორტი გაიზარდა

Getty Images

2017 წელს საქართველოს ექსპორტმა $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ათი მთავარი საექსპორტო საქონლიდან რვა დასახლების საქონლის ექსპორტი გაზრდილია. 2017 წელს ექსპორტში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები იყო.

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $419 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 34%. წილი მთლიან ექსპორტში 15%


ფოტო: independent.co.uk

2) ფეროშენადნობები - $306 მილიონი, ზრდა წინა წელთან 81%. წილი მთლიან ექსპორტში 11%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი - $234 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 40%. წილი მთლიან ექსპორტში 8%


ფოტო: flickr.com

4) ღვინის ექსპორტი - $170 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: David Mdzinarishvili / Reuters

5) მედიკამენტები - $140 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%. წილი მთლიან ექსპორტში 5%


ფოტო: NHS

6) სპირტიანი სასმელები - $126 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%. წილი მთლიან ექსპორტში 4%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან ექპორტში 3.5%


ფოტო: flickr.com

8) თხილი და კაკალი - $83 მილიონი, კლება წინა წელთან 53%. წილი მთლიან ექსპორტში 3%


ფოტო: flickr.com

9) აზოტოვანი სასუქები - $76 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%. წილი მთლიან ექსპორტში 2.8%


ფოტო: hanyazilim.com

10) ოქრო - $70 მილიონი, კლება წინა წელთან 12%. წილი მთლიან ექსპორტში 2.6%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

2017 წელს ექსპორტის ზრდის მიუხედავად, მისი მოცულობა 2013 და 2014 წლების მაჩვენებლებზე მცირეა. საქართველოს ექსპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და ის $2.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

 

კომენტარები