ხანძარი

რუსთავში, ბინაში ხანძარს 50-წლამდე ქალი ემხვერპლა

პირველი არხი

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარს 50-წლამდე ქალი ემხვერპლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საწოლს მოეკიდა და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ქალის გადარჩება ვერ შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მუშაობს.

კომენტარები