პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ დახმარების სახით ორსულები ყოველ თვე 700,000 ბოლივარს მიიღებენ, რაც 3.83 აშშ დოლარის ექვივალენტია.
გარდა ამისა ბავშვის დაბადების შემდეგ დედები მილიონ ბოლივარს, ანუ 5.48 აშშ დოლარს მიიღებენ.
მადუროს არ დაუკონკრეტებია რატომ გადაწყვიტა მსგავსი დახმარების დანიშვნა. მისი გათვლებით დახმარებას უახლოეს თვეებში 151,000 ქალი მიიღებს. დახმარების მისაღებად აუცილებელია ახალი საიდენთიფიკაციო ბარათის ქონა, რომელიც მადუროს მხარდაჭერის სიმბოლოდაც აღიქმება და ამიტომ მოსახლეობის ნაწილი მის აღებაზე უარს აცხადებს.
ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო სამედიცინო პრეპარატების, საკვების და ჰიგიენის ნივთების ნაკლებობაა.
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ნოემბერში 41.000 ბოლივარი იყო, ამ დროისათვის კი დაახლოებით 182.000 ბოლივარამდეა გაზრდილი.
ქვეყნის პრეზიდენტი პრობლემებს "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც, მისი თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები აწარმოებენ მათ წინააღმდეგ.





