სასტუმრო რუმსის შემდეგ კიდევ ერთი ხანძარი 25 დეკემბრის ღამეს - ცეცხლი დინამოს სტადიონთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ახლა მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





