ჩრდილოეთ კორეა

"მსოფლიოს სურს მშვიდობა" - გაერომ ჩრდ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

Spencer Platt / Getty Images

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გამკაცრდა.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხელი საბჭოში შემავალმა 15-ვე ქვეყანამ მოაწერამ, მათ შორის ფხენიანის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა - რუსეთმა და ჩინეთმა. 

უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები წელს უკვე მესამედ გაამკაცრა, ამჯერად მიზეზი ფხენიანის მიერ სარაკეტო გამოცდები გახდა. ახალი სანქციები სავაჭრო ემბარგოს გაფართოებასა და ნათობის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მომდევნო 24 თვის მანძილზე უცხო ქვეყნები უნდა დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ 15-ით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეისათვის დამატებითი სანქციების მიღებას. მსოფლიოს სურს მშვიდობა და არა - სიკვდილი," - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეზოლუციის მიღებას. 

კომენტარები