საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

Getty Images

2017 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში $2.4 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც 2016 წელთან შედარებით 27%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საქესპორტო საქონელი სპილენძის მადნები იყო, რომლებზეც მთლიანი ექსპორტის 15% მოდის. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $379 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 32%. წილი მთლიან ექსპორტში 15%


ფოტო: Reuters

2) ფეროშენადნობები - $285 მილიონი, ზრდა წინა წელთან 85%. წილი მთლიან ექსპორტში 12%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი - $197 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 29%. წილი მთლიან ექსპორტში 8%


ფოტო: flickr.com

4) ღვინის ექსპორტი - $155 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%. წილი მთლიან ექსპორტში 6%


ფოტო: ozkv.net

5) მედიკამენტები - $127 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%. წილი მთლიან ექსპორტში 5%


ფოტო: NHS

6) სპირტიანი სასმელები - $108 მილიონი, ზრდა წინა წელთან 32%. წილი მთლიან ექსპორტში 4%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $87 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან ექპორტში 4%


ფოტო: flickr.com

8) თხილი და კაკალი - $74 მილიონი, კლება წინა წელთან 55%. წილი მთლიან ექსპორტში 3%


ფოტო: flickr.com

9) აზოტოვანი სასუქები - $71 მილიონი, კლება წინა წელთან 19%. წილი მთლიან ექსპორტში 2.9%


ფოტო: hanyazilim.com

10) ოქრო - $64 მილიონი, კლება წინა წელთან 16%. წილი მთლიან ექსპორტში 2.7%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები