მიწისძვრა

ინდონეზიაში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები 90-მა მლნ ადამიანმა იგრძნო

ინდონეზიაში კუნძულ იავას სანაპიროს მიმდებარედ 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები მთელი ქვეყნების მასშტაბით იგრძნობოდა და ის შესამჩვნევი იყო დაახლოებით 90 მილიონი ადამიანისთვის.

მიწისძვრის ეპიცენტრი 92 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. 

მიწისძვრისგან ყველაზე დიდი ზარალი ქვეყნის სანაპირო რეგიონებს მიადგა, განსაკუთრებით კი ქალაქ ტასიკმალაიას. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს გასული წლების განმავლობაში ინდონეზიის ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

კომენტარები