ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე" 9 დღით ადრე, ევროპარლამენტის დეპუტატები ახალი შემდეგი ინიციატივებით გამოვიდნენ:

"შეიქმნას ნდობის ფონდი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ ინსფრასტრუქტურებში კერძო და საჯარო ინვესტიციებზე იქნება ფოკუსირებული. 

იმ ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეფორმებში, შეიქმნას დასაქმების სფეროში დამხმარე პროგრამა+, რომელიც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაერთიანდნენ სავაჭრო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში, შევიდნენ შენგენის ზონაში და მათთან მობილური როუმინგის ტარიფები გაუქმდეს. 

ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს მონოპოლიების აღმოფხვრას, ოლიგარქების როლის ლიმიტირებას და ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდებისგან დაიცავს მათ.

მივმართოთ კოლექტიურ ზომებს რუსეთთან მიმართებაში, რომ აღმოვფხრათ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში.

თავდაცვის შეიარაღებული ორგანიზაციების გაძლიერების მხარდაჭერა."

აღნიშნულ რეზოლუციას 15 ნოემბერს უყარეს კენჭი და იგი 519-ით 114-ის წინააღმდეგ მიიღეს. 47 დეპუტატი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

8 ნოემბერს ევროპარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარებს უნდა წარედგინათ გეგმა, თუ როგორ უნდა დაუახლოვდეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს უფრო მეტად. 

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "რუსეთისგან წამოსული წინააღმდეგობის გამო", საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირები ჰქონდეთ.

პარლამენტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირსა და აღნიშნულ 3 ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. 

"უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობენ,"- წერია განცხადებაში. 

კანონპროექტი უკვე მიიღო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა და მას კენჭს ნოემბერში, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უყრიან. განცხადების მიხედვით, მთავარი აქცენტი საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე იქნება. 

"3 ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობისას მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია," - წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები