საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND” და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ორი ხომალდი ეწვევა.
ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
"ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსობადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს" - აცხადებს შსს.
NATO-საქართველო
NATO-ს ხომალდები საპორტო ვიზიტით საქართველოში შემოვიდნენ

შსს




