Björk თბილისში

Björk თბილისშია, ისლანდიელი მუსიკოსი დღეს დილით, გამთენიისას ჩამოფრინდა

blogspot.com

ისლანდიელი მუსიკოსი Björk თბილისშია. მუსიკოსი საქართველოში დღეს დილით, გამთენიისას, ჩამოფრინდა. 

Björk საქართველოში 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. მუსიკოსი საქართველოში კონცერტებს SOU ფესტივალის ფარგლებში გამართავს.

კონცერტები 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება.

მუსიკოსი თბილისის კონცერტებზე სიმღერებს თავისი მერვე ალბომიდან, Vulnicura-დანშეასრულებს. შესაძლებელია მომღერალმა შეასრულოს მისი ძველი სიმღერებიც.

ასევე, საქართველოში ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში ყოფნის პერიოდში მუსიკალურ ექსპედიციაში გაემგზავრება და ზემო აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში ჩავა, თუმცა განრიგი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები