უკრაინელი დეპუტატის იგორ მოსიიჩუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ერთი ოპერაცია 26 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩაუტარდა, მეორე კი, ორი კვირის შემდეგაა დაგეგმილი.
დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა“ იმ კლინიკის ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც მოსიიჩუკია მოთავსებული.
იგორ მოსიიჩუკი, გუშინ, 25 ოქტომბერს, კიევში ტელეკომპანია „ექსპრესოსთან“ მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა. თავდასხმამდე დეპუტატი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში იყო. შემთხვევამ დეპუტატის პირადი დაცვის წვერის რუსლან კუშნერის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომხდარს უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია.





