კრისტიანო რონალდომ მის კარიერასა და ლიონელ მესიზე ისაუბრა. მისი თქმით, ის მესის არ ეჯიბრება.
"მე არ ვეჯიბრები ლეო მესის. ის მოთამაშეა, რომელიც ჩემთან ერთად რაღაცისთვის იბრძვის. ეს არის, რაც არის. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდისთვის ვთამაშობ. მე მქონდა შანსი, რომ მეჩვენებინა ჩემი მაღალი დონის თამაში გასული წლების განმავლობაში. ახლაც, მე ვთამაშობ ძალიან კარგად, ამიტომ თავს ძალიან დასვენებულად ვგრძნობ. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ცხოვრების ამ მომენტში, მე უნდა ვისარგებლო ჩემი მდგომარეობით, რადგან არ ვიცი მომავალში რა მოხდება."- თქვა კრისტიანო რონალდომ.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა რონალდოს კითხა, მორჩენილი არის თუ არა ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს შეჯიბრი, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ "შეჯიბრი არ მორჩენილა, ის ახლა იწყება".





