კრიმინალი

კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა და ორი პირის მკვლელობა სცადა, 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

დაბა ასპინძაში ცოლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 9 აპრილს, დაბა ასპინძაში დააკავეს.

მ.ზ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) ჰქონდა წარდგენილი.

კომენტარები