წმიდა სინოდის სხდომა

მეუფე პეტრე ცაავა: დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა 

რადიო ფორტუნა

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სასულიერო პირების თქმით, მათთვის უცნობია, რას განიხილავენ სხდომაზე. 

თუმცა, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სინოდმა მისი საკითხი განიხილოს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა: "დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა".

"სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი”, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

კომენტარები