მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრ "სინდიკაში" ხანძარია. 150 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობის ნაწილი 55 ათასი კვადრატული მეტრი იწვის. ხანძრის ჩაქრობაში ათობით სახანძრო ბრიგადა და ვერტმფრენები მონაწილეობენ. შენობიდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, არსებობს შენობის ჩამონგრევის რისკი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.





