ჟერარდ პიკე

პიკე: თუ ჩემი კატალონიისადმი მხარდაჭერა პრობლემაა, ესპანეთის ნაკრებს დავტოვებ

Sport English

საფეხბურთო კლუბ ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველის, ჟერარდ პიკეს თქმით თუ მისი კატალონიის რეფერენდუმისადმი გამოხატული მხარდაჭერა პრობლემას წარმოადგენს, ის მზად არის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე ესპანეთის ნაკრები დატოვოს.

ფეხბურთელმა გუშინ, რეფერენდუმის მიმდინარეობისას ბარსელონას სტადიონზე ლას პალმასთან გამართულ შეხვედრას "ყველაზე რთული თამაში" უწოდა. ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მხრიდან თამაშის გადადების თხოვნაზე უარის თქმის გამო ბარსელონამ თამაში დახურულ სტადიონზე ჩაატარა და ტრიბუნები სრულიად ცარიელი იყო. ლას პალმასი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

"ჩემი აზრით შემიძლია გავაგრძელო [თამაში], მაგრამ თუ საფეხბურთო კომიტეტი გადაწყვეტს, რომ მე პრობლემას წარმოვადგენ, უკან დავიხევ და ეროვნულ ნაკრებს 2018 წლამდე დავტოვებ" თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კატალონიაში პირველ ოქტომბერს ჩატარდა. დამოუკიდებლობას რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 42,3% გამოცხადდა. მონაწილეობა ჟერარდ პიკემაც მიიღო. ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმს არ აღიარებს და უკანონოს უწოდებს. რეფერედუმის მიმდინარეობისას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირიპირებებისას ასობით ადამიანი დაშავდა.

კომენტარები