გიგი უგულავა: ჩემ გარდა ჩემს შეცდომას ვერავინ გამოასწორებს

youtube.com

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში მერად ყოფნის დროს დაშვებულ შეცდომებსა და მიღწევებზე ისაუბრა. წამყვანის დასმულ კითხვაზე, თბილსერვის ჯგუფს, როდესაც 2 წლის განმავლობაში თეატრალური კვარტეტის წევრებმა 700 000 ლარი მიიღეს, თვლის თუ არა იგი შეცდომად, უგულავამ უპასუხა, რომ ეს ყველაზე მსუბუქი შეცდომაა.

"შეცდომები რა თქმა უნდა იყო და თქვენს მიერ ნახსენები ყველაზე მსუბუქია მათ შორის, მაგრამ მე არ მინდა წარსულზე საუბარი, საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს. 2005 წელს, როდესაც მე გავხდი თბილისის მერი და 2012 თუ 2013 წელს, როდესაც კანონის დარღვევით ღამის ორ საათზე ჩუმად ჩემი გადაყენების ოქმი გამოაცხობინეს სასამართლოს, თბილისელებმა თვითონ განსაზღვრონ 2005 წლისა და 2012 წლის თბილისი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება თუ არა. განსხვავდება ტრანსპორტის უზრუნველყოფით, განსხვავდება სისუფთავით, განსხვავდება ნებისმიერი სხვა მუნიციპალური პარამეტრებით. დღეს საბავშვო ბაღებზე საუბრობენ, მე როდესაც მერი გავხდი 22 000 ბავშვი დადიოდა საბავშვო ბაღში, მე როდესაც გადავაბარე მერია ჩემს მომდევნო ბატონს 45 000-ზე იყო ასული. ამიტომ რა თქმა უნდა შეცდომები მეც მქონდა, მეც არ მე მქონდა შეცდომები და მე იმიტომ დავრჩი პოლიტიკაში, რომ მინდა მათ შორის ჩემი შეცდომები მევე გამოვასწორო. ჩემ გარდა ჩემს შეცდომას ვერავინ გამოასწორებს." - განაცხადა გიგი უგულავამ

კომენტარები