საკონსტიტუციო ცვლილებები

არა ერთპარტიულ კონსტიტუციას - ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს

ტაბულა

არა ერთპარტიულ კონსტიტუციას - ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციურმა პარტიებმა აქცია გამართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა გააპროტესტეს. მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც ქართული ოცნების გარდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება, კენჭს დღეს უყრის. პარტიები პრეზიდენტსაც მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადონ. 

"ყველა უპირისპირდება კონსტიტუციის ამ პროექტს, ყველა ამბობს, რომ მავნებლობაა, რასაც ქართული აკეთოს. დროა გამოფხიზლდეს ქართული საზოგადოება და ქართულ ოცნებას საკადრისი პასუხი გავცეთ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი აქ რომ ვართ, აუცილებლად შიგნითაც შევალთ და იქაც გავაპროტესტებთ. ამასთან, მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, აუცილებლად დაადოს ვეტო კონსტიტუციის პროექტს და მოვუწოდებთ ოპოზიციურ სპექტრს, უფრო და უფრო მოვძლიერდეთ, რათა არ მივაღებინოთ ეს კონსტიტუცია", - თქვა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

აქცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის პარალელურად გაიმართა, სადაც კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. 

კომენტარები