საქსტატმა 2017 წლის იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპორტმა $1682 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 28.5%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სპილენძის მადნებზე მთლიანი ექსპორტის 16% მოდის.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $275 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 34%. წილი მთლიან ექსპორტში 16.5%

ფოტო: Reuters
2) ფეროშენადნობები - $210 მილიონი, ზრდა წინა წელთან 88%. წილი მთლიან ექსპორტში 12.5%

ფოტო: Reuters
3) ავტოექსპორტი - $122 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 18.5%. წილი მთლიან ექსპორტში 7.3%

ფოტო: flickr.com
4) ღვინის ექსპორტი - $99 მილიონი, ზრდა წინა წელთან 51%. წილი მთლიან ექსპორტში 5.9%

ფოტო: ozkv.net
5) მედიკამენტები - $92 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%. წილი მთლიან ექსპორტში 5.5%

ფოტო: NHS
6) სპირტიანი სასმელები - $67 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%. წილი მთლიან ექსპორტში 4%

ფოტო: flickr.com
7) მინერალური წყლები - $60 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%. წილი მთლიან ექპორტში 3.6%

ფოტო: flickr.com
8) აზოტოვანი სასუქები - $49 მილიონი, კლება წინა წელთან 4%. წილი მთლიან ექსპორტში 2.9%

ფოტო: hanyazilim.com
9) ოქრო - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 16%. წილი მთლიან ექსპორტში 2.8%

ფოტო: Andrey Rudakov / Reuters
10) თხილი და კაკალი - $36 მილიონი, კლება წინა წელთან 60%. წილი მთლიან ექსპორტში 2.2%

ფოტო: wikimedia.org
11) სხვა დანარჩენი საქონელი - $621 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%. წილი მთლიან ექსპორტში 36%
იანვარ-აგვისტოში საქართველოს იმპორტი $4.9 მილიარდი იყო, რის გამოც უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $3.2 მილიარდი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.
2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, 8%-ით, ანუ მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება.





