აფეთქება

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

metro.us

სანდრო ეულის ქუჩაზე, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. შემთხვევამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - დაღუპული 40 წლამდე კაცია. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები