ევროპული საქართველო

ხოშტარია: იყო პრობლემები და შეცდომები, მაგრამ თბილისის საუკეთესო მერი უგულავა იყო

მე ვფიქრობ, რომ ობიექტურად, თუ ავიღებთ იმას, რა იყო ქალაქი და რა გახდა, მაინც გიგი უგულავა იყო საუკეთესო მერი. ყველა სხვა მერის პერიოდი იყო მხოლოდ პრობლემებით დახუნძლული. უგულავას დროს იყო პრობლემები, არ ვამბობ, რომ არ იყო, თუმცა ობიექტურად თუ შევაფასებთ, ჩაიბარა აბსოლუტურად დანგრეული ქალაქი. ქალაქი, სადაც მე თვითონ მახსოვს, ვირთხები როგორ დასეირნობდნენ ჩვენს სადარბაზოებში და აბსოლუტურად სხვანაირი ქალაქი დატოვა. თუმცა, არის საკითხები, რომლებშიც მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ შეცდომები დაუშვა

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, ვინ იყო თბილისის საუკეთესო მერი. იბერიას ეთერი, გადაცემა "ფაბრიკა"

კომენტარები